EN

დასახელება : დირექტორის თანაშემწე უსაფრთხოების მიმართულებით
მომწოდებელი : ალგანი
გამოქვეყნდა : 26 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 7000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მიმართულებით გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება;
** გენერალური დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
** გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
** ფიზიკური დაცვისა და ტექნიკური სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
** ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი;
** ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ძალოვან სტრუქტურაში ან უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გააჩნდეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 2000 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.