EN

დასახელება : საოპერაციო განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი : ალგანი
გამოქვეყნდა : 26 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** მომხმარებელთა მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** სხვადასხვა სახის ოპერაციების განხორციელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა;
** დოკუმენტაციის მომზადება, დაარქივება;
** ყოველდღიური ანგარიშების წარმოება - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი და შემომავალ ზარებზე პასუხი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა და MS Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
** კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.