EN

დასახელება : ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი : სს ნიკორა
გამოქვეყნდა : 18 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსული ვიზიტორების მიღება/დახვედრა და შესაბამისად გადამისამართება;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, საჭიროებისამებრ სატელეფონო ზარების განხორციელება და მიმოწერის წარმოება;
** სხვადასხვა სახის ტექსტის თარგმნა, აკრეფა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ;
** ოფისში მიღებული სხვადასხვა დოკუმენტაციის/წერილების დახარისხება, შენახვა და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა;
** კომპანიის თანამშრომელთა დავალებით, სხვადასხვა დოკუმენტაციის ასლების გადაღება ან სკანირება;
** ყოველთვიურად შესაბამის სამუშაო არეალზე საკანცელარიო შეკვეთის ინფორმაციის მოგროვება, დახარისხება და შესაბამის პირზე გადაცემა;
** ინვენტარის მწყობრში ყოფნის და გამართულად მუშაობის მონიტორინგი (პრინტერი, ნათურები, კონდიციონერი და სხვა), მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან დაკავშირება და არსებული პრობლემის დროულად მოგვარების უზრუნველყოფა;
** ჰოლდინგში შემოსული სხვადასხვა კორპორატიული შემოთავაზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სიახლეებთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის კომპანიის თანამშრომლებში გავრცელება;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office (Word - საშუალოდ, Excel - საშუალოდ);
** უცხო ენების, რუსულისა ან/და ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ნოემბერი.