EN

დასახელება : ბარისტა-ქუთაისი
მომწოდებელი : დანკინ
გამოქვეყნდა : 16 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

"ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანია "დანკინ`" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქუთაისის აეროპორტში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, დღისა და ღამის ცვლები

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** კაფეს სისუფთავის შენარჩუნება;
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

პირობები:

** გთავაზობთ სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
** ღამის ცვლაში დამატებით ანაზღაურებას;
** თანამშრომლებისთვის 70%-მდე ფასდაკლებას კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროექტებში:

** საკვების უსაფრთხოების ტრენინგი;
** Coffee Enthusiastic - Latte Art ტრენინგი;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტის ტრენინგი;
** შეთავაზებით გაყიდვის ტრენინგი.

ქუთაისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი 2021 წელი.