EN

დასახელება : პრისელერი
მომწოდებელი : ორეი
გამოქვეყნდა : 15 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში.
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი .
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა.
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ასაკი: 21-40 წელი
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისელერი ქსელურ მაღაზიებში".