EN

დასახელება : კონდიტერი
მომწოდებელი : კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა : 15 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში

შემოუერთდით ჩვენს დიდ და ძლიერ გუნდს სადაც გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო ნაწარმის, მაღალი ხარისხით მომზადება
** მენიუს სრული გეგმის, განსაკუთრებული შეკვეთებისა და მათი მომზადების წესის სრულყოფილად ცოდნა;
** საკონდიტრო, საცხობი დანადგარებისა და სამუშაო ადგილის სისუფთავის კონტროლი;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა
** შეფ-მზარეულის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!