EN

დასახელება : მზა კვების ხაზის მზარეული
მომწოდებელი : კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა : 15 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მზა კვების ხაზის მზარეულის პოზიციაზე ქალაქ თბილისში

შემოუერთდით ჩვენს დიდ და ძლიერ გუნდს სადაც გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობა:

** კერძების მომზადება
** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.