EN

დასახელება : ინგლისურის მასწავლებელი ჩინეთში
მომწოდებელი : ბრიტანეთის სამყარო
გამოქვეყნდა : 11 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სასწრაფოდ! ინგლისურის მასწავლებლის ვაკანსია ჩინეთში - შანხაი, ჩენდუ, სანია, ა.შ.
ხელფასი: $1400-დან

არ გაუშვა შანსი! იხალისე ბავშვებთან ერთად, ასწავლე ინგლისური ჩინეთში. გამოიყენეთ ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება და იმოგზაურეთ, დააგროვეთ თანხა, იცხოვრეთ იდეალურ პირობებში და მიიღეთ საუკეთესო ანაზღაურება ახალი მსოფლიოს სანახავად.

დაგვირეკეთ: 598 565 365
მოგვწერეთ: www.facebook.com/britishworldtbilisi

ადგილები შეზღუდულია!

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე
** მოსწავლეები: 2-დან 12 წლამდე
** სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში (2 დღე დასვენება).

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა დონეზე (B2 ან უფრო მაღალი)
** ინგლისურის აქცენტი და გამოთქმა: Advanced ან like native
** დიპლომი (ბაკალავრი ან უფრო მაღალი). დიპლომის გაცემის შემდეგ აუცილებელია გასული იყოს სულ მცირე 2 წელი
** უპირატესობა აქვს: TEFL ან TESOL სერტიფიკატს

სამუშაოს უპირატესობები:

1. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობები
2. კონტრაქტის ხანგრძლივობა 1 წელი
3. კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში ხელფასის გაზრდა.

როგორ დავრეგისტრირდე:

1. აუცილებელია გაიაროთ ჩვენთან გასაუბრება ინგლისურ ენაზე (გასაუბრების საფუძველზე ჩვენი თანამშრომელი გეტყვით დაახლოებით სავარაუდო ხელფასს) ან დაწეროთ ინგლისური ენის ტესტი. თუ გაქვთ რაიმე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც საშუალო დონეს ან უფრო მაღალს წარმოადგენს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ. ჩვენს მიერ დადებითი პასუხის შემთხვევაში, ფორმდება ხელშეკრულება და იხდით სარეგისტრაციო თანხას 350 ლარს (იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს ვერ მიიღებთ, თანხა გიბრუნდებათ უკან).
2. ჩვენ გინიშნავთ ინტერვიუს უშუალოდ დამსაქმებელთან და იღებთ შეთავაზებას.
3. იღებთ ვიზას და მიემგზავრებით ჩინეთში.
4. ჩინეთში მუშაობის პირველი ან მეორე ხელფასიდან იხდით 65% საკომისიოს (მხოლოდ ერთი თვის ხელფასის 65%).

იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია!

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:

"ბრიტანეთის სამყარო"
ტელ: 598 565 365
www.facebook.com/britishworldtbilisi

"British World" არის შუამავალი ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ინგლისური ენის პედაგოგებს დასაქმებაში სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა იმოგზაუროთ და დაათვალიეროთ მსოფლიო, გქონდეთ იდეალური ხელფასი და საცხოვრებელი პირობები.

P.S. კორონა ვირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების პერიოდში, გარკვეული ცვლილებები და შეზღუდვები მოქმედებს.