EN

დასახელება : ადმინისტრატორი
მომწოდებელი : ნავნე
გამოქვეყნდა : 09 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე"აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანია სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს ქ.თბილისში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველა, სანდრო ეულის 7ა.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 800 ლარიდან (დამატებით საბონუსე სისტემა)

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მართვა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** სწორი მართვის, ზედამხედველობის და თანამშრომელთა განვითარების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.