EN

დასახელება : პრისელერი მარნეულში
მომწოდებელი : ორეი
გამოქვეყნდა : 09 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: მარნეული
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში;
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა;
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა;
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ასაკი: 21-40 წელი;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პრისელერი).