EN

დასახელება : ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი : რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა : 08 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

"რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება
** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება
** საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების გატარება პროგრამაში
** ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი
** სახელფასო უწყისებისა და სამივლინებო დოკუმენტაციის წარმოება
** ბუღალტრული რეპორტინგის წარმოება
** მთავარი ბუღალტრის დახმარება ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დეკლარაციების მომზადებისას
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი საბუღალტრო დავალებებისა და მითითებების შესრულება
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
პრიორიტეტად ჩაითვლება ბუღალტრული პროგრამა INFO-სა და საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA software-ს ცოდნა
საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** გუნდში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zviad@rico.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

** აუცილებელია აპლიკანტს ჰქონდეს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის ცნობა.
** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.