EN

დასახელება : AML სპეციალისტი
მომწოდებელი : რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა : 08 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

საფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი ანგარიშგების დროულად წარდგენა;
** კომპანიის შესაბამისი მეთოდოლოგიის და ბიზნეს პროცესების მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის დროული მიწოდება;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის შესაბამისი სწავლების ორგანიზება და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
** გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვადასხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა.
** კლიენტების და მათი ოპერაციების მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, საეჭვო/უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენა;
** კომპანიის შიდა პოლიტიკით და პროცედურებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სფეროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია განათლება ეკონომიკაში, ფინანსებში, იურისპრუდენციაში, საბანკო საქმეში ან მენეჯმენტში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ოპერატიულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ხელფასი: 1000 ლარიდან

საკონტაქტო ელფოსტა: