EN

დასახელება :  ბარისტა-თელავი
მომწოდებელი : კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა : 07 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქალაქ თელავში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობა:

** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თელავი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე hr@piatto.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მდებარეობა. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!