EN

დასახელება : მედია მენეჯერი
მომწოდებელი : ფოტოცენტრი
გამოქვეყნდა : 07 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მედია მენეჯერის პოზიციაზე. 


მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, ppt;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

მოვალეობები:

** ფოტოცენტრის სოციალური მედია პლატფორმებზე: Facebook & Instagram ინბოქსის და კომენტარების მოდერირება.
** სოციალური მედიის მიმართულებით ტრენდების მოძიება და ბრენდზე მორგება
** მომხმარებლებიდან ინსაითების წამოღება და ბრენდზე მორგება, ინსაითების გარდაქმნა აქციების და რეკლამის იდეებად.
** გუნდთან ერთად ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრაში ჩართულობა
** ახალი ვებ-გვერდის: Photocenter.ge ადმინ პანელის მოდერირება.
** ფბ/ინსტა პლატფორმებიდან და საიტიდან შემოსული შეკვეთების კოორდინაცია და კონტროლი.
** ყოველკვირეული გაყიდვების რეპორტინგი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00.
სტაჟირების პერიოდი: 2-3 კვირა - არაანაზღაურებადი.
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: ceo@photoplaza.ge 11 ოქტომბრამდე. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მედია მენეჯერი. კანდიდატები, რომლებიც არ შეასრულებენ რეზიუმეს გამოგზავნის წესის მოთხოვნას, არ განიხილებიან!

გისურვებთ წარმატებებს!