EN

დასახელება : გაყიდვების მენეჯერი-ოპერატორი
მომწოდებელი : თურსა
გამოქვეყნდა : 06 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი-ოპერატორი.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

მოვალეობები:

** საქონლის მიღება
** პროგრამაში შეყვანა
** საბითუმო კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა
** პროდუქციის მიღებისას საქონლის დათვლა და კონტროლი

მოთხოვნები: სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ეს პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას იმპორტირებული საქონლის მიღების დღეებში.

გამოსაცდელი ვადა: 1 კვირა
ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 900 ლარს 3 თვის შემდეგ 1000 ლარს ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursa_1@mail.ru . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "ოპერატორი" (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მითითებულ ელ ფოსტაზე).

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.