EN

დასახელება : საწყობის თანაშემწე
მომწოდებელი : თურსა
გამოქვეყნდა : 06 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას საწყობის თანაშემწის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე 10-00 საათიდან 19-00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** პროდუქციის დროულად დათვლა, აღრიცხვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა

მოთხოვნები: სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის.

ხელფასი: პირველი სამი თვის განმავლობაში 900 ლარი, ხოლო 3 თვის შემდგომ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს მომატების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursa_1@mail.ru . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.