EN

დასახელება : კონსულტანტი
მომწოდებელი : თურსა
გამოქვეყნდა : 06 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (1 დღე მუშაობა 1 დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 1 კვირა.

ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 600 ლარს, ხოლო 3 თვის შემდგომ 650 ლარს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursa_1@mail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი"

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.