EN

დასახელება : ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი : თურსა
გამოქვეყნდა : 06 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერ-ოპერატორი.

მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 59.

მოვალეობები:

** საქონლის მიღება;
** პროგრამაში შეყვანა;
** საბითუმო კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის მიღებისას საქონლის დათვლა და კონტროლი;
** საბუღალტრო პროგრამაში (ორისი) გატარებების, საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ორისი);
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ეს პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას იმპორტირებული საქონლის მიღების დღეებში.

გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა.
ხელფასი: შეთანხმებით (დაზუსტდება გასაუბრების დროს)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: tursa_1@mail.ru . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ბათუმი - ბუღალტერ-ოპერატორი" (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მითითებულ ელფოსტაზე).

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.