EN

დასახელება : ტექნიკური დიზაინერი
მომწოდებელი : ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა : 05 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

ფაბრიკა 1900 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური დიზაინერი.

ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი საბეჭდი ფაილების მომზადება, როგორც ფლექსოგრაფიული, ასევე ოფსეტური ბეჭდვისთვის;
** გრაფიკული საბეჭდი ფაილების დამუშავება და დანის ნახაზზე მორგება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად დანებისა და კლიშეების ნახაზების შექმნა;
** პროდუქციის დასამზადებლად კომპანიის სამუშაო პროგრამებში ინფორმაციის შეტანა/გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** შესაბამისი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფერდაშლაზე (სტამბა) და არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გრაფიკული პროგრამების ცოდნა:

** ნებისმიერი ვექტორული პროგრამა - CorelDRAW ან Adobe Illustrator;
** უპირატესობად ჩაითვლება Adobe Photoshop, Adobe Acrobat და AutoCAD-ის ცოდნა.

სხვა:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
** შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდი (1 თვე).

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
** კვება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 22 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური დიზაინერი".

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!