EN

დასახელება : პრისეილერი
მომწოდებელი : ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა : 05 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. კომპანიის მიზანია, არამარტო შესთავაზოს მომხმარებელს ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი, არამედ პროდუქტის ყიდვის პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge; ან კომპანიის ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/europroductcareer

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მის პორტფელში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** გაყიდვების წარმოება და მუდმივად მუშაობა მაჩვენებლის ზრდაზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი;
** დაფარულ ობიექტებზე ბრენდის დაფარვის გაზრდა;
** ინკასაციის მართვა;
** მერჩენდაიზინგის წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@europroduct.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!