EN

დასახელება : საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი : მულტი
გამოქვეყნდა : 05 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

მულტი არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება, დასაწყობება და პროგრამული უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული პროდუქციის ვადების, ხარისხისა და რაოდენობის რეგულარული კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად, ფილიალის სივრცის მომარაგება პროდუქციით;
** მომწოდებელზე დასაბრუნებელი პროდუქციის მიღება და კონტროლი;
** საწყობში წესრიგის, ჰიგიენის კონტროლი;
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა და მონაწილეობის მიღება
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება თავის ფუნქციონალურ ჭრილში.

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@multimarket.ge 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 99 80 53 და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება- "საწყობის ოპერატორი".

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!