EN

დასახელება : დამლაგებელი
მომწოდებელი : სს ნიკორა
გამოქვეყნდა : 04 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

 

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პასუხისმგებლობაში არსებული საწარმოო უბნების დალაგება/დასუფთავება;
  • იატაკების/კედლების/ცხაურების მორეცხვა და დეზინფექცია;
  • ურნების დროული გაცლა და გასუფთავება;
  • პერიოდულად გენერალური დასუფთავების პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • სადეზინფექციო ხსნარებთან მუშაობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმაბეი მკაცრად დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: საღამოს ცვლა კვირა-პარასკევი 18:00-03:00, შაბათი - დასვენება.
  • ანაზღაურება: 750 ლარი;
  • კვებასა და ღამის საათებში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 11 92 93

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ნოემბერი.