EN

დასახელება : ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი : მულტი
გამოქვეყნდა : 04 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.

"მულტი" არის "ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია, რომელიც წარმოადგენს პირველ მულტიფუნქციურ სივრცეს საქართველოში და აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

მისამართი: თბილისი, იოსებიძის #49.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:30 - 18:30 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება
** ხელმძღვანელობის სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა FINA და 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Office - კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: vacancy@multimarket.ge 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტრის დამხმარე".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!