EN

დასახელება : ყასაბი
მომწოდებელი : მულტი
გამოქვეყნდა : 04 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე თბილისში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, აწონვა, დახარისხება და შესაბამისად გადანაწილება შემდგომი წარმოებისთვის;
** გეგმის შესაბამისად, პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტის და რეცეპტის დაცვით;
** მომზადებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა ან/და შენახვა დადგენილი სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლის მომსახურება.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@multimarket.ge 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 99 80 53;
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება- "ყასაბი"

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.