EN

დასახელება : მენეჯერი
მომწოდებელი : კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა : 01 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომარაგების კონტროლი, სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ჰიგიენის ნორმების, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტების მომზადება/მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!