EN

დასახელება : მცხობელი
მომწოდებელი : კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა : 01 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის ცხობა/მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად
** პროდუქციის მომზადება განსაზღვრული წესის შესაბამისად
** შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!