EN

დასახელება : პრისელერი/დისტრიბუტორი
მომწოდებელი : ჩერი
გამოქვეყნდა : 01 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

საქართველოში ყველაზე მსხვილი ყავის მწარმოებელი კომპანია - "ჩერი" - ეძებს თანამშრომელს დისტრიბუტორის პოზიციაზე კახეთის რეგიონში: საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, თიანეთი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უზრუნველყოფის სახით უძრავი ნივთის (ბინის/სახლის) იპოთეკით დატვირთვა კომპანიის სასარგებლოდ
** უნდა აწარმოოს საწყობი (ამისთვის უნდა გამოყოს საწყობისთვის ფართი სახლში)
** სასურველია ცხოვრობდეს თელავის მიმდებარედ
** სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება; შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება ტრენინგი და 1 თვე იმუშავებს თბილისში - კომპანიის გაყიდვების სამსახურში
** კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული განვითარების, საქმის ათვისებისა და კარიერული წინსვლისთვის.

ძირითადი ვალდებულებები:

** ბორტიდან საქონლის შეთავაზება-გაყიდვა;
** შეკვეთების აღება, საქონლის რეალიზაცია;
** სალარო აპარატთან მუშაობა (ჩეკის ამორტყმა);
** დღის ბოლოს ნავაჭრი თანხის ბანკის ანგარიშზე ჩარიცხვა;
** ორიენტირებული გაყიდვების მუდმივ ზრდაზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელფასი: ფიქსირებულ ხელფასს + პროცენტი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: coffee.georgia1@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2204550/46.