EN

დასახელება : ოპერატორი
მომწოდებელი : ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა : 01 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანის საბურავები;
** სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას ("არდი");
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** კორპორაციულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე სათავო ოფისში:

სამუშაო ფუნქციები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე (2 49 75 75) შემომავალი ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისად გადამისამართება;
** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე შემომავალი მეილზე პასუხის გაცემა;
** კომპანიის ოფიციალურ facebook გვერდზე შემომავალ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** მიღებული მომსახურების შემდეგ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება და მათი გამოკითხვა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით;
** კლიენტთა კმაყოფილების შეფასების პერიოდულ კვლევაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლცენტრის ოპერატორის ან მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს დიღმის, ზაჰესის ან მცხეთის ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: ფიქსირებული - 600-700 ლარი
** გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
** სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი (მის: თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: HR@vakomotors.ge 2021 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ოპერატორი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

"ვაკო მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!