EN

დასახელება : მობილური აქსესუარების გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი : ნავნე
გამოქვეყნდა : 30 სექ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე"აცხადებს ვაკანსიას მობილური აქსესუარების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში, რუსთაველი, მელიქიშვილის #6, ვაჟა-ფშაველა, სანდრო ეულის 7 ა

გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული (თითო გაყიდულ ნივთზე დამატებით საბონუსე სისტემა)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.