EN

დასახელება : ქსელის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი : კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა : 08 ნოემ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

მოვალეობები:

ქსელის მენეჯმენტი (ქსელში მომუშავე პერსონალის მართვა და კონტროლი);

** ფილიალების საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** მომსახურების ხარისხზე კონტროლი და ზედამხედველობა;
** ქსელის განვითარების შესახებ ანგარიშგების წარდგენა ხელმძღვანელობის წინაშე.
** ფილიალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
** კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@piatto.ge და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.