EN

დასახელება : ქოლცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი : საოჯახო ბიბლიოთეკა
გამოქვეყნდა : 02 ნოემ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია საოჯახო ბიბლიოთეკა გთავაზობთ ვაკანსიას ქოლცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზირის N18
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (12:00-20:00 სთ) შაბათი (12:00-18:00 სთ)
** 7 სამუშაო დღე გამოსაცდელი ვადა ანაზღაურების გარეშე
** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, 1 თვიანი სტაჟირების პერიოდი, შეთანხმებული სახელფასო ანაზღაურებით
** სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ გაფორმდება ძირითადი ხელშეკრულება

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლცენტრის მართვა;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება (2 წელი) ქოლცენტრის გაყიდვების სფეროში;
** გაყიდვების სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა სამუშაოს მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@biblioteka.ge; კანდიდატები შემდეგ ეტაპზე დაბარებულები იქნებიან მიღებული განაცხადებიდან 5 დღის ვადაში. კომპანიის თხოვნაა 12 გვერდიან რეზიუმეს ნუ გამოაგზავნიან ასევე თხოვნაა რეზიუმეს თან ერთოდეს ფოტო.