EN

დასახელება : სტაჟირება-ვულკანიზაციის ოპერატორი
მომწოდებელი : ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა : 29 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

 

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
  • სატვირთო ავტომანქანის საბურავები;
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.
     


კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (არდი);
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

 

 

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს სტაჟირებას ვულკანიზაციის ოპერატორის პოზიციაზე წიწამურისა და ორხევის ფილიალებში:

 

სამუშაო ფუნქციები:

  • სატვირთო მანქანის საბურავების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა/ბალანსირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება (მაგ. ხუნდების შეცვლა, ზეთებისა და ფილტრების გამოცვლა);  
  • საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ნაწილის მაღაზიიდან გამოტანა/მონტაჟი;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში.

 

 ძირითადი მოთხოვნები:

  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ორხევის/ვარკეთილის ან დიღმის/გლდანის ტერიტორიაზე;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან CV ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge  2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:  "სტაჟირება - ვულკანიზაციის ოპერატორი“.

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

 

„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

გისურვებთ წარმატებებს!