EN

დასახელება : ტექნიკოსი
მომწოდებელი : აუგუსტი
გამოქვეყნდა : 29 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
ხელფასი: 600 ლარი
სასურველია გყავდეთ ავტომობილი (საწვავი ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobs@august.com.ge