EN

დასახელება : სუ შეფ კონდიტერი
მომწოდებელი : PAUL
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას სუ შეფ კონდიტერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ფრანგული საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა;
  • საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
  • არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
  • რეცეპტების ზედმიწევნით დაცვა კომპანიის მიერ შედგენილი « მთავარი სახელმძღვანელოს » მიხედვით. 
  • მარაგების შევსება, კონკრეტული პროდუქტების მომზადებით იმის უზრუნველყოფა, რომ ყოველდღიურად წარმოებული პროდუქტების რაოდენობა შეესაბამებოდეს საშუალო დღიური მოხმარების ოდენობას.
  • უზრუნველყოს რომ ყველა პროდუქტის შეკვეთა შესრულდეს ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით.
  • უზრუნველყოს რომ სამზარეულოში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტები დაცული იყოს და შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს.
  • იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •  უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
  •  კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Giorgigogoladzee90@gmail.com და Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება;

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 10 76 76 გიორგი

გისურვებთ წარმატებებს!