EN

დასახელება : საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი : ორეი
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 600 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის დალაგება;
** საწყობის დალაგება/აღწერის პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** საწყობის მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ. 599 150 665.