EN

დასახელება : HR მენეჯერი
მომწოდებელი : ვისტამედი
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სამედიცინო ცენტრი "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კადრების შერჩევისა და მიღების პროცესების წარმოება/მართვა
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება/მართვა
** თანამშრომელთა მოტივაციაზე მორგებული მართვის სისტემის შექმნა და ადმინისტრირება ** ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნა და ზედამხედველობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ბიზნესის ადმინისტრირების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.
** უცხო ენების ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობისა და შრომის კოდექსის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში
** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი და თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HR მენეჯერი".

ტელ: +995 599 862 322