EN

დასახელება : რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი : ვისტამედი
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** სატელეფონო ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე პაციენტებთან ზარების განხორციელება;
** პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
** შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა - ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
** სტაჟირების გავლა დიდი დიღმის ცენტრალურ ფილიალში.

სამუშაო საათები:

** სრული: 08:30 საათიდან 19:00 საათამდე
** კვირაში 2 დღე დასვენება

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეცეფციის თანამშრომელი".