EN

დასახელება : გაყიდვების კონსულტანტი თბილისში
მომწოდებელი : მინისო
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

იაპონური მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 90 ქვეყანაში, 4200-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა სახეობის ნივთი. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 14 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
** მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება /მოწესრიგება;

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდურობა;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (ცვლებში);
** კვირაში 6 სამუშაო დღე;
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მოქნილი საბონუსე სქემა;
** მუდმივი ფასდაკლება პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის.

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის პერსპექტივა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge 2021 წლის 16 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი რეზიუმე.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.