EN

დასახელება : მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი : მინისო
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

იაპონური მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 90 ქვეყანაში, 4000-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა სახეობის ნივთი.

"მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

იაპონური კომპანია "მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის რეალიზაციებში აქტიური ჩართულობა, მონიტორინგი;
** მაღაზიის თანამშრომელთა ეფექტური მართვა, მიმდინარე პროცესებში ჩართულობა და დახმარება.
** მაღაზიის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია;
** მაღაზიაში პერიოდულად აღწერების წარმოება;
** პროდუქციის დროული, რაოდენობრივად მართებული შეკვეთების მომზადება და მისი მიღების კონტროლი;
** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** პერიოდულად შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური, რუსული);
** სალარო ოპერაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის პერსპექტივა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი რეზიუმე.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.