EN

დასახელება : კონსულტანტი
მომწოდებელი : მარშე
გამოქვეყნდა : 28 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე:

პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სახელფასო სისტემა: 550-600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "მარშეს" პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** "მარშეს" პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება;
** "მარშეს" მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
** სავაჭრო ობიექტებში "მარშეს" პროდუქციის ვიზუალიზაცია.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პრეზენტაბელურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@marshe.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "კონსულტანტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 აგვისტო 2021 წელი.

გისურვებთ წარმატებას!