EN

დასახელება : მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი : Best Market
გამოქვეყნდა : 27 ოქტ / ბოლო ვადა: 15 დეკ

მაღაზიათა ქსელი "ბესთ მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციებზე:

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის 4 მ/რ,

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება სექციაში და პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა და გაზრდა;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა;
** ნაღდი ფულის შენახვის წესების, უსაფრთხოების წესების სრული დაცვა, საკასო-საფინანსო დისციპლინის შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სარეალიზაციოდ განკუთვნილ პროდუქციაზე ინფორმაციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

პრიორიტეტად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე გამოცდილების მქონე პირები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: bestmarkt0@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებას!