EN








ვებ-საიტი: https://studioart.ge/geo/home

 

 

„სტუდიო არტის“ არსებობის ისტორია 23 წელს ითვლის. ჩვენი კომპანია 1998 წელს, თბილისში, არტ ბიზნესმენმა ნიკა მაჭავარიანმა დააარსა და დღემდე ნაყოფიერად ეწევა თანამედროვე ქართველ მხატვართა შემოქმედების პოპულარიზაციას.

არსებობის პირველივე დღიდან ჩვენ მიზნად სწორედ ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში წვლილის შეტანა დავისახეთ. შედეგად, 23 წლის მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე არაერთ ქართველ მხატვართან შევძელით თანამშრომლობა და ფართო საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა.

„სტუდიო არტი“ არის, აგრეთვე, მაღალი ხარისხის ჩარჩოების იმპორტიორი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, თურქეთი, ჩინეთი, კორეა. ამასთნავე, ვახორციელებთ ადგილობრივი ჩარჩოების წარმოებას, ვბეჭდავთ ტილოსა და ფოტოქაღალდზე.

მრავალწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, 2018 წელს, კომპანია „წლის არტ ბიზნესის“ წოდებით დაჯილდოვდა ჟურნალში „სახეები“.

„სტუდიო არტი“ კვლავაც აგრძელებს განვითარებას და დღესდღეობით ჩვენი უკვე 6 ფილიალი არსებობს საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესოა „სტუდიო არტის“ სამომავლო გეგმები, რომელთა თანახმადაც გვსურს, ქართული ფერწერა საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელოვნებო სივრცეებში წარვადგინოთ.



ჩარჩოს ამწყობი